რუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსული ძალები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

„ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩერნიგოვის ოლქისკენ მიემართება. ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილოეთით ჩერკასის ოლქისკენ მიემართება,“ - აცხადებენ საჰაერო ძალებში

მათი ინფორმაციით, საჰაერო სივრცეში მტრის სამიზნეების დიდი რაოდენობა ფიქსირდება. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, არ უგულებელყონ განგაში და თავშესაფრებში დარჩნენ მანამ, სანამ ის არ დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია