ყაზბეგში, 20 აპრილს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - მათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, დანის და მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!