ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის არმიამ წუხელ კიევში კიდევ ერთი საავადმყოფო „დაამარცხა“ - უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ: საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 165 თავდასხმის დრონი გაუშვეს, რომელთაგან დაახლოებით 100 shahed-ის ტიპის იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთის არმიამ წუხელ კიევში კიდევ ერთი საავადმყოფო „დაამარცხა“, მოქმედი სტაციონარული განყოფილებით. პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. არიან დაშავებულები. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, უკრაინელები აღადგენენ ამ საავადმყოფოს. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ - უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ იმას, რაც დანგრეულია“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, უკრაინის პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ, რომ საჰაერო თავდაცვა და დრონების წარმოებისთვის საჭირო დაფინანსება ყოველდღიურად არის საჭირო.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ: საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო; დაფინანსება დრონების წარმოებისთვის ყოველდღიურადაა საჭიროა; აღჭურვილობა ენერგეტიკის სექტორისთვის ყოველდღიურადაა საჭირო. ამ კვირაში ვიმუშავებთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო დახმარება. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს