ალექსანდრე თამაზაშვილი ღარიბაშვილზე - ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში - დაზიანდებოდა საქმე, რომელსაც სიყვარულით ემსახურა - სასაცილოა იმ ადამიანების  სიხარული, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაიმე სარგებელს მიიღებენ

ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს - ფაქტია, რომ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სასაცილოა იმ ადამიანების სიხარული, რომლებსაც ჰგონიათ, რომ „დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ“.

„ჩემთვის რთულია ემოციების გარეშე გავიაზრო ის, რაც ხდება ირაკლის გარშემო, მით უმეტეს რთულია გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება ისე, რომ არ დავაზიანო ის, რასაც ირაკლი მთელი შეგნებით უფრთხილდებოდა და უფრთხილდება.

ის, რომ მთელი „სანაცეთი” ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია.. ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს..

სასაცილოა, იმ ადამიანების სიხარული, აჟიოტაჟი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ.

ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს… არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული.

ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები.

ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ. დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანას, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გასწირავს.

ვიცი, გამოჩნდებიან „ცინიკოსები“, და დაიწყებენ ქილიკს და საპირისპიროს მტკიცებას.. მაგრამ, ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს, მიხვდება, რასაც ვამბობ!”- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი