დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ - გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა „გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული“ იყო, თუმცა, დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს გრენლანდიის „დაპყრობას“, რაც „აბსოლუტურად მიუღებელია“.

BBC-ი წერს, რომ აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებს შორის ერთსაათიან შეხვედრას მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოჰყოლია, თუმცა ყველა მხარე შეთანხმდა, რომ შექმნან მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი დანიის ავტონომიური ტერიტორიის მომავლის განსახილველად.

რასმუსენმა განაცხადა, რომ არსებობს „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთაც აშშ-ს არ შეუძლია და სამუშაო ჯგუფი მომდევნო კვირებში შეიკრიბება კომპრომისის მოსაძებნად. მისი თქმით, დანია და გრენლანდია ღია არიან აშშ-ს მიერ კუნძულზე მეტი სამხედრო ბაზების გახსნის შესაძლებლობის მიმართ.

რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მოსაზრებაში არის სიმართლის ელემენტი, რომ უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს არქტიკაში რუსეთის და ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, დასძინა, რომ პრეზიდენტის კომენტარები გრენლანდიის გარშემო რუსული და ჩინური სამხედრო გემების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია