ელენე ხოშტარია - დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის  - არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში

დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება.

„დღეს სერგო რატიანს ვუსმენდი ირაკლი კიკნაველიძესთან და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი ჰქონდა - ირანის არაადამიანური, ველური რეჟიმის მხარდაჭერა ან არდაგმობა არის არჩევანი. „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება. ეს ნათელი გახადა უკრაინასთან დამოკიდებულებამ და ბუჩას ტრაგედიის არშემჩნევამაც. ამ კუთხით, არც ქიმიური იარაღის გამოყენებაა გასაკვირი. დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, გადაჭარბების გარეშე ვამბობ. იდეოლოგიურად და მეთოდოლოგიურად ირანის მთავრობა და რუსეთის მთავრობა ორივე ბოროტების მანქანაა.

ასევე, მორალური არჩევანი პრაგმატული არჩევანიც არის. ვინც ამ საკითში ამ ორს აპირისპირებს, ან ფსევდოინტელექტუალია ან მავნებელი.

არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში. სრული მხარდაჭერა ირანელ ხალხს!

პ.ს. ყველას გირჩევთ უყუროთ სერგი კაპანაძის ეთერებს ვენესუელაზე და ირანზე, ზუსტად აყალიბებს ყველა არგუმენტს და ზედმიწევნით კარგად ხსნის რასთან გვაქვს საქმე, რა უნდა გავაკეთოთ. ასევე ძალიან კარგი პოსტი აქვს ნიკა გვარამიას“, - წერს ელენე ხოშტარია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია