ემანუელ მაკრონი - არავითარი დაშინება ან მუქარა არ იქონიებს ჩვენზე გავლენას არც უკრაინასთან და არც გრენლანდიასთან დაკავშირებით - ტარიფებზე მუქარები მიუღებელია

არავითარი დაშინება ან მუქარა არ იქონიებს ჩვენზე გავლენას არც უკრაინასთან და არც გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფებზე მუქარები მიუღებელია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

,,საფრანგეთი ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია, როგორც ევროპაში, ასევე სხვაგან. ამით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს უდევს საფუძვლად გაეროსა და ქარტიისადმი ჩვენს ერთგულებას.

ამის საფუძველზე მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, და ამის საფუძველზე შევკარით ,,მსურველთა კოალიცია” მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ამ პრინციპებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად.

ასევე ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული წვრთნები. ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არკტიკასა და ჩვენი ევროპის წინა ხაზზე უსაფრთხოებას ეხება.

არავითარ დაშინებას ან მუქარას არ ექნება ჩვენზე გავლენა არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, და არც სადმე სხვაგან მსოფლიოში, სადაც ასეთი ვითარებების წინაშე ვდგავართ.

ტარიფებზე მუქარები მიუღებელია და ადგილი არ აქვს ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანი და კოორდინირებული ფორმით უპასუხებენ, თუ ისინი დამტკიცებულ იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროპის სუვერენიტეტი იყოს დაცული.

ამ სულისკვეთებით მექნება საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,” - წერს მაკრონი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10%-იანი და შემდგომ 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც მას გრენლანდიაზე არ ეთანხმებიან. ეს ქვეყნები არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნოდერლანდები და ფინეთი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს