Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 5 000 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 5 000 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უსაფრთხოების სამსახურის 500 თანამშრომელია.

სახელმწიფო პირმა, რომელმაც საკითხის მგრძნობელობის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ყველაზე მძიმე შეტაკებები და დაღუპულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანელი ქურთების რაიონებში მოხდა.

„დაღუპულების საბოლოო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის“,-განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „ისრაელმა და საზღვარგარეთ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა“ ქუჩებში გამოსულებს მხარი დაუჭირეს და აღჭურვეს.

ცნობისთვის, აშშ-ში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა - „ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ირანში“ - გუშინ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 3 308-ს მიაღწია, ხოლო კიდევ 4 382 შემთხვევას კი ჯერ კიდევ იკვლევენ. ჯგუფის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 24 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს