ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სარკინიგზო კატასტროფის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სარკინიგზო კატასტროფის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კატასტროფის მიზეზს „გამჭვირვალე გამოძიება“ დაადგენს.

„სიმართლეს დავადგენთ და პასუხებს ვიპოვით. როგორც კი ამ ტრაგედიის მიზეზს დავადგენთ, მას სრული გამჭვირვალობით წარვადგენთ“, - აღნიშნა სანჩესმა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს