Sky News - დონალდ ტრამპმა კირ სტარმერთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, გრენლანდიაზე ევროპული სამხედრო მისიის მიზნების შესახებ არასწორად იყო ინფორმირებული

დონალდ ტრამპმა კირ სტარმერთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, გრენლანდიაზე ევროპული სამხედრო მისიის მიზნების შესახებ არასწორად იყო ინფორმირებული, - ინფორმაციას Sky News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე ევროპელი სამხედროების გაგზავნა მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად ჩათვალა და სწორედ ამის გამო გამოაცხადა დამატებითი ტარიფების დაწესების შესახებ.

გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას ტრამპის დარწმუნება სცადა, რომ გრენლანდიაზე ევროპული ქვეყნების მიერ სამხედროების განლაგება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას განუცხადა ტარიფების დაწესება იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც გრენლანდიაზე აშშ-ის მიერ კონტროლის დაწესებას ეწინააღმდეგებიან, არასწორი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს