სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო

ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო, - ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.

ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას, რომ სომხეთი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წევრის სტატუსით შეუერთდეს.

„პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დათანხმდა ამ შეთავაზებას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით სომხეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს