ურსულა ფონ დერ ლაიენი - ოთხი წლის შემდეგ რუსეთი არ ავლენს არც აგრესიის შენელების, არც სინანულის, არც მშვიდობისკენ სწრაფვის ნიშნებს, პირიქით, აძლიერებს თავდასხმებს - ეს უნდა დასრულდეს

ოთხი წლის შემდეგ რუსეთი არ ავლენს არც აგრესიის შენელების, არც სინანულის, არც მშვიდობის ძიების ნიშნებს. პირიქით, რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს. ყოველდღიურად კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ მილიონობით ადამიანი სიბნელის, სიცივისა და წყლის დეფიციტის წინაშე დააყენა.

„ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა უკრაინაში. ვაღიარებთ პრეზიდენტ ტრამპის როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერ პოზიციაში, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპელებმა, გადავწყვიტეთ, უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოვუყოთ 2026-2027 წლებისთვის. ამ მხარდაჭერით, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ უკრაინამ შეძლოს: გააძლიეროს თავდაცვა ბრძოლის ველზე; გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები სამშვიდობო შეთანხმებისთვის და შეინარჩუნოს ძირითადი სერვისების ფუნქციონირება. უპირველეს ყოვლისა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის ურყევ ერთგულებას უკრაინის უსაფრთხოების, თავდაცვისა და ევროპული მომავლის მიმართ. პარალელურად, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვა და ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ისინი. ეს რუსეთისთვის მკაცრი შეხსენება უნდა იყოს და გზავნილი მსოფლიოსთვის: ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება. სანამ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ დამყარდება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია