ემანუელ მაკრონი - ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას - სავაჭრო საკითხებში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ

ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას, სავაჭრო საკითხებში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ თუ პატივს არ გვცემენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, “მიუღებელი ტარიფების დაგროვებით” და ქვეყნების “სუვერენიტეტის” წინააღმდეგ ზეწოლით ვაშინგტონი “ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას”.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპას “ძალიან ძლიერი” ინსტრუმენტები გააჩნია სავაჭრო საკითხებში და ისინი უნდა “გამოიყენოს” თუ მას “პატივს არ სცემენ”.

“სიგიჟე ის არის, რომ შეიძლება ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც იძულების საწინააღმდეგო მექანიზმს სულ პირველად გამოვიყენებთ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? ეს სიგიჟეა, ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ეს არასაჭირო აგრესიის შედეგია. მაგრამ ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცხადა მაკრონმა.

ასევე, მან ისაუბრა რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე და თქვა, რომ „მსოფლიოსკენ მივდივართ, სადაც კანონი ის აღარ არის, რაც ვიცოდით.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომხრეა “კანონის უზენაესობის, ვიდრე სისასტიკის” და სხვებს მოუწოდა “პასიურად არ მიიღონ უძლიერესის კანონი”.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია