კირილ ბუდანოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე -  წინ მივიწევთ, ვერ ვიტყვი, რომ ხვალ აუცილებლად გვექნება მშვიდობა - ვინმე თუ ამას გვპირდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება

წინ მივიწევთ. ვერ ვიტყვი, რომ ხვალ აუცილებლად გვექნება მშვიდობა - თუ ვინმე ასეთ რამეს გვპირდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ ამის მისაღწევად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, როგორც უკრაინა, ასევე შეერთებული შტატები ცდილობენ ომის დასრულების გზების პოვნას.

„მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მოძრაობა არის და ეს რეალურია. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ პროგრესს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატება დიდწილად რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. „თქვენ გესმით, ვისთან გვაქვს საქმე“, - დასძინა მან.

ბუდანოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ „უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“. „ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, სწორად გაიგეთ ეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს გარეშე არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბუდნოვმა.

მომავალი მშვიდობის ძირითად პირობებზე საუბრისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები და აღდგენის მკაფიო გეგმა.

„ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები. გვჭირდება აღდგენის გეგმა, უკრაინის აღდგენის გეგმა“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია