დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარში სირიისა და ღაზას საკითხი განიხილეს

დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარში სირიისა და ღაზას საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნა, რომ სირიის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ერდოღანთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.

შეგახსენებთ, სირიის მთავრობამ და ქურთების მეთაურობით მოქმედმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ (SDF) ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობამ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ ცენტრალურ სახელმწიფოში ინტეგრაციაზე დასათანხმებლად ოთხდღიანი ვადა მისცა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია