აზერბაიჯანი „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დასთანხმდა

აზერბაიჯანის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანამ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს.

„აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს