ივანე ჩხაიძე - გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე - მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი - დაახლოებით 32 ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში, სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანებით

იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, რომელსაც სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება აქვს - გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 5-6 კვირაა, კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

„გრიპი კვლავ წამყვანი რჩება ვირუსებს შორის. ჯამური მაჩვენებელი ყველზე მეტი აქვს H3N2 ტიპის ვირუსს, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს. 72%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი, მეორე ადგილზეა „ბ“ ტიპის ვირუსი 4% და 1 % არის სხვა „ა“ ტიპის ვირუსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი. სხვა ვირუსების პროცენტული განაწილება შედარებით ნაკლებია, ესენია: რინოვირუსი, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი.

კითხვაზე - არის თუ არა გრიპის შემთხვევების პიკი გადასული? ჯერ ადრეა პასუხის გაცემა. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გრიპის ვირუსით მოთავსების მაჩვენებლის მატება ფიქსირდება. ველოდებით, რომ იანვრის მესამე- მეოთხე კვირას უნდა იყოს გრიპის გავრცელების პიკი.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შორის, რომლებიც მოგვმართავენ უდიდესს ნაწილს აქვს სასუნთქი სისტემის დაზიანება, ფილტვების ანთების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია.

ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს, განსაკუთრებული სიმძიმე პედიატრიულ ჰოსპიტალში არ აქვს, ყველა შემთხვევა წარმატებით იმართა ანტივირუსული საშუალებით და ანტიბიოტიკებით. ყველა ბინაზე გაეწერა. ყველა პაციენტთან გვქონდა კითხვა აცრაზე და აბსოლუტურ უმრავლესობა არ იყო აცრილი.

32 ბავშვამდე წევს კლინიკაში, რომელსაც აქვს სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება. წლევანდელი და გასული წლის ციფრები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია, განსხვავება გვაქვს შემთხვევების ადრეულ მატებასა და გავრცელებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 5-6 კვირაა, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი არ გვაქვს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია