გურამ მაჭარაშვილი - ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და აშშ - ევროპის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე-გვარამია-ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან

ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და ამერიკა - ევროპის ურთიერთობებში - სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი ვერ გააკეთეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგში ახლა მხოლოდ გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე და ცუდი მომავალია და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება.

„არ ვიცი კიდევ ვის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალები გაერთიანდებიან - ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატოში და ამერიკა - ევროპის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი ვერ გააკეთეს. არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ. აქ მთავრდება ყველაფერი - როცა არ გაქვს ეროვნული ამოცანა და ხელისუფლებაში მოსვლის გარდა სხვა მიზანი არ გაგაჩნია, ვერაფერში ვერ გაერთიანდები. ამიტომაც არის, რომ მათი ამომრჩევლებიც არ უჭერენ მხარს. გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე, ცუდი მომავალი - ყველაფერი ეს მათ დღის წესრიგშია და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება.

რაც შეეხება [სალომე] ზურაბიშვილს, მივესალმები, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია