დავით მათიკაშვილი - ევრობიუროკრატებს შიდა საქმეებში ჩარევა თუ არ მოსწონთ, საკუთარ ქცევას ჩაუკვირდნენ პარტნიორებთან, საქართველოსთან და აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ზღვა მცდელობა იყო

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვხედავთ, რომ გუშინ-გუშინწინ მყარი სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და აშშ დღეს, პრაქტიკულად, დაპირისპირების რეჟიმში არიან გადასული - ევრობიუროკრატებს შიდა საქმეებში ჩარევა თუ არ მოსწონთ, საკუთარ ქცევას და დამოკიდებულებას ჩაუკვირდნენ პარტნიორებთან, საქართველოსთან და აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არა ერთი ან ორი, არამედ ზღვა მცდელობა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ არსებობდა, დღეს აღარ არის.

„პოლიტიკის დიდ მოთამაშეთა შორის იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი და თამაშის ახალი წესები, მათ შორის ჩინეთთან. აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვხედავთ, რომ გუშინ-გუშინწინ მყარი სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და აშშ დღეს, პრაქტიკულად, დაპირისპირების რეჟიმში არიან გადასული. ასევე, ჩინეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით კრიტიკა, რომელსაც ვისმენდით მაშინ, როდესაც საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებდა ჩინეთთან, დასტურდება, რომ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემა იყო, რადგან თვითონ ანალოგიურად ცდილობენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან დაამყარონ მჭიდრო და ახლო ურთიერთობა.

რაც შეეხება რუსეთს - რუსეთთან მიმართებით გვესმოდა მუდმივი კიჟინი ევროჩინოსნებიდან, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციიდან, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, მის ხელმძღვანელობასთან არ უნდა ყოფილიყო არანაირი მოლაპარაკება, ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ „ნონგრატად“ ყველა მოცემულობაში და მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს აბსოლუტურად საპირისპიროზე საუბრობენ. დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია წევრად და ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტი თუ იტალიის პრემიერი ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ომი რომ მშვიდობით დასრულდეს, მშვიდობა მოლაპარაკების გარეშე არ ხდება. თუკი ყველაფერს გააკეთებ, რომ მომლაპარაკებელთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდე, მაშინ შენი სურვილი ომის გაგრძელებაა, წარმოადგენ ომის პარტიის აქტიურ მხარდამჭერს და არ გინდა მშვიდობა იქ, სადაც ის სავალალო შედეგია, რომელიც ამ ომმა და ომის პარტიის მიმხრობამ გამოიწვია. დღეს სამწუხაროდ, უკრაინა უმძიმეს საომარ ვითარებაშია”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია