გია ვოლსკი - „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში

„მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში - თუ არ მიგვიწვიეს, ესე იგი არ არის საჭირო, საქართველო ჩაერთოს მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსების გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ მიიწვია საქართველო აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ მაშინ, როცა მიწვევა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მეზობელმა სახელმწიფოებმაც მიიღეს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საქართველო თავისი მცირე რესურსებით სწორ პოზიციაზე დგას, ჩართული არ არის და როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, პერსპექტივაშიც არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ირგვლივ დაპირისპირება იმ სიმწვავით განვითარდება, რაც სამეზობლოში ჩანს.

„მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში. ამ საკითხების მიხედვით არის შერჩეული ის ქვეყნები ვისთანაც სალაპარაკო აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მეგობრობენ და ან რაიმე თბილი ურთიერთობების განვითარების მოლოდინში არიან. წმინდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმით არის გადაწყვეტილებები მიღებული და მისაღები. ამ ვითარებაში საქართველო თავისი მცირე რესურსებით სწორ პოზიციაზე დგას, ჩართული არ არის და როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, პერსპექტივაშიც არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ირგვლივ დაპირისპირება იმ სიმწვავით განვითარდება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს სამეზობლოში ჩანს. რასაკვირველია, ჩვენ გვაწყობს, რომ სამშვიდობო პროცესი განვითარდეს და რა მეთოდით და ფორმატში მოხდება ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ და გვსურს, რომ გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოა ან ის თავყრილობა, რომელიც პერიოდულად ბრიუსელში იკრიბება და საქართველოს ლანძღვა-გინების გარდა არაფრით არიან დაკავებული. ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა ჩვენთვის მისაღებია და ვისწრაფვით, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნიშანდობლივია ისიც, რომ დონალდ ტრამპი ევროკავშირის ქვეყნებსაც არ იწვევს და ისინი ამ თემაზე საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებენ.

„საფრანგეთი რატომ არ მიიწვია და ევროპის ქვეყნებს რატომ არ იწვევს? ეგ იკითხეთ. ძალიან ვიწრო გონების ადამიანები სვამენ ამ კითხვას, რატომ არ მიგვიწვიეს „მშვიდობის საბჭოზე“. არსებობს ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისა თუ ომის საკითხებს განაპირობებენ მსოფლიოში და ისინი არიან მიწვეულები. ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ იწვევს და ისინი ამ თემაზე საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებენ, ესეც ნიშანდობლივია. საქართველო ამასთან დაკავშირებით მყარ და კარგ პოზიციაზე დგას. იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო მოილაპარაკებს იმაზე, რასაც მშვიდობა და სტაბილურობა ჰქვია, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თუ არ მიგვიწვია, ესე იგი არ არის საჭირო, საქართველო ჩაერთოს ურესურსოდ, მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსების გარეშე. ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება და როგორ განვითარდება პროცესი. დღეს თუ არ ხარ მიწვეული, ხვალ ან ზეგ შეიძლება იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია
„მაკდონალდს საქართველოს“ შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა - გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მურო თაკალანძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენს
„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს
„მეტროპოლის“ საერთაშორისო აღიარება - კომპანია Quality Achievements Award 2026 -ის მფლობელი გახდა