მარკ რუტე - ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე საუბრისას განაცხადა.

„რისკი აქ არის ის, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, გრენლანდიაზე ამახვილებთ ყურადღებას, რადგან უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაგრამ მთავარი საკითხი გრენლანდია არ არის. ახლა მთავარი საკითხი უკრაინაა“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, შეშფოთებულია იმით, რომ სხვა საკითხებზე ფოკუსირებით, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვან.

„ცოტათი შემაშფოთებელია, რომ ამ სხვა საკითხებზე ფოკუსირების გამო, შესაძლოა, ბურთი დავკარგოთ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსები, დიდი დანაკარგების მიუხედავად, შეტევას აგრძელებენ.

„რუსული რაკეტები და დრონები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. ვიცით, რომ კიევში ახლა -20 გრადუსია. ვიცით, რომ უკრაინას საკუთარი ელექტროენერგიის მხოლოდ 60%-ზე ზრუნვა შეუძლია. დიახ, მართალია, რომ რუსები დეკემბერში დღეში 1 000 ადამიანს კარგავდნენ - არა მძიმედ დაჭრილების, არამედ დაღუპულების სახით. ეს დეკემბრის თვეში 30 000-ზე მეტია. 1980-იან წლებში, ავღანეთში, საბჭოთა კავშირმა 10 წელიწადში 20 000 ადამიანი დაკარგა. ახლა ისინი თვეში 30 000-ს კარგავენ. მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას“, - აღნიშნა რუტემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

„თუ ვფიქრობთ, რომ იმ 90 მილიარდი ევროს გამო, რომლის შეკრებაც კომისიამ შეძლო, ან იმიტომ, რომ სამშვიდობო პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, შეგვიძლია დავივიწყოთ უკრაინის დაცვა - ეს ასე არ არის. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ“, - აღნიშნა რუტემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია