მარია ზახაროვა მოლდოვას დსთ-დან გასვლაზე - მოლდოველების ინტერესები ბრიუსელის გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს ეწირება

რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მთლიანად საგარეო დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

„არსებითად, მოლდოვას სოციალურ-ეკონომიკური სექტორი ახლა მთლიანად დამოკიდებულია საგარეო, პირველ რიგში, ევროკავშირის დაფინანსებაზე. ქვეყანა ევროკავშირის სესხებზე ზის“, - აღნიშნულია ზახაროვას წერილობით კომენტარში, რომლითაც ის მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის პროცესის დაწყებას ეხმაურება.

მისი მტკიცებით, კიშინიოვის „დესტრუქციული პოლიტიკით“, პირველ რიგში, მოლდოვას მოსახლეობა ზიანდება.

„მათი ინტერესები ბრიუსელის გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს ეწირება. ამ ანტისახალხო კურსის შედეგები უკვე თვალსაჩინოა: ოდესღაც აყვავებული მოლდოვა უკანონობისა და სიღარიბის ქვეყანა ხდება“,- აღნიშნულია ზახაროვას კომენტარში.

შეგახსენებთ, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია