სოფიო ქაშაკაშვილი - ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით - როდესაც ევროპას ვედარებით, ისინი 10-15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ

ძალიან საქმიანი შეხვედრა ჩატარდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზან-შედეგობრივი კავშირები - აბსოლუტურად ყველა მზად არის, რომ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში გაიაროს ნებისმიერი ციფრი. რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდგომ გაირკვევა რატომ არის ციფრი მაღალი ან დაბალი , - ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა.

როგორც სოფიო ქაშაკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე რაიმეს მტკიცება არ მომხდარა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა წახალისდეს.

„რაიმეს მტკიცების რეჟიმში საუბარი არ ყოფილა. ეს იყო კონსტრუქციული დიალოგი, დაისვა კითხვები როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან. გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი. თავად ჩვენს სექტორს არაერთხელ უსაუბრია იმ გამოწვევებზე, რომელიც სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე.

გაჟღერდა, რომ უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში.

ჩვენი ასოციაციის მონაცემები არის საჯარო, ატვირთულია პორტალზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს. ბუნებრივია თუ არა ფასნამატი ამას შემდგომი პროცესები დაგვანახებს.

პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ როგორც მომხმარებლები ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით.

არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო შეღავათები, მოგეხსენებათ, რომ მაღალი გადასახადებია საბანკოსი, ვგულისხმობ ბარათით ტერმინალით გადახდისას.

ჩვენ, როდესაც ევროპას ვედარებით, ისინი იქ 10-15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ.

ბუნებრივი პროცესია, კონკურენცია მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონული ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს დრო სჭირდება.

შემდეგ შეხვედრებზე გამოვლინდება ციფრები როგორი იყო - რეალისტური თუ არა“,- განაცხადა „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია