Reuters - ევროპარლამენტი მერკოსურთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებს

ევროპარლამენტი მერკოსურთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტმა 334 ხმით 324-ის წინააღმდეგ სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ შეთანხმების იურიდიული სტატუსი უნდა შეამოწმოს, კერძოდ, შეესაბამება თუ არა შეთანხმება ევროკავშირის პოლიტიკას.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პროცესის გამო, შესაძლოა, შეთანხმების ძალაში შესვლა ორი წლით გადაიდოს ან შესაძლოა, იგი საერთოდ ჩაიშალოს.

ევროკომისიამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა მერკოსურის წევრებთან, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი გასულ კვირას მოაწერა. თუმცა, შეთანხმების ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტის მხარდაჭერა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ მისი რატიფიცირებაა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს