დონალდ ტრამპი - არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად

არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას, აშშ მხოლოდ გრენლანდიას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, არ სურს ძალის გამოყენება, თუმცა:

“არაფერი მოგვითხოვია და არასდროს არაფერი მიგვიღია. სავარაუდოდ, არაფერს არ მივიღებთ, თუ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას არ გადავწყვეტ, როდესაც, სიმართლე გითხრათ, შეუჩერებელი ვიქნებით. მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება. ახლა ყველა ამბობს: “ოჰ, კარგი”. ეს სავარაუდოდ ყველაზე დიდი განცხადებაა, რომელიც გამიკეთებია. ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი. არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი რამ, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად “გრენლანდია”, რომელიც უკვე გვქონდა როგორც მეურვეს, მაგრამ პატივისცემით დანიას დავუბრუნეთ არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. დავუბრუნეთ ის. ძლიერები ვიყავით მაშინ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ძლიერები ვართ”, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ს გრენლანდია სურს მსოფლიოს დაცვისთვის.

„ასე რომ, ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად. და ისინი არ გვაძლევენ. არასდროს სხვა არაფერი არ მოგვითხოვია და მიწის ეს ნაჭერი შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა და არ შევინარჩუნეთ. ასე რომ, მათ არჩევანი აქვთ, შეგიძლიათ თქვათ “კი” და ძალიან დავაფასებთ ამას, ან შეგიძლიათ თქვათ “არა” და ამას დავიმახსოვრებთ. ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა ძლიერ ნატო-ს ნიშნავს”, - განაცხადა ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია