ლევან ცუცქირიძე - რასაც ფასებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის მასკარადი - რეალური პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების სათავეშია კორუმპირებული პარტია

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, ფასების შემცირების მიზნით სუს-ის ჩართვა აბსურდულია და ხელისუფლების მხრიდან მორიგ „მასკარადს“ წარმოადგენს.

ასე აფასებს ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლების შეხვედრას.

როგორც ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში რეალურად სურდა ფასების შემცირება, საქართველო იზოლაციაში არ უნდა მოექცია და ევროკავშირის წევრობაზე უნდა ეზრუნა.

„ძალიან მაგარი ამბავია, რომ სუს-ით აპირებენ ფასების დაწევას. ეს პროცესი აბსურდამდე მიდის, ისედაც აბსურდით დაწყებული. „ქართულ ოცნებას“, რომ ნდომებოდა ქვეყანაში დაბალი ფასები, ქვეყანა იზოლაციაში კი არ უნდა მოექცია, არამედ ევროკავშირის წევრი უნდა გაეხადა, მაშინ გვექნებოდა დაბალი ფასები, კარგი ჯანდაცვაც, ბანკები დაბალი პროცენტები და ა.შ. ახლა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის მასკარადი.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა რუსულ ბაზარზე და არა პირიქით. სუს-ით არ ხდება ფასების კონტროლი. იმ ოთახში, სადაც ეკონომიკურ განვითარებაზე არის საუბარი, უშიშროების ყოფნით ბიზნესი არ ჯანსაღდება. მდინარაძემ უნდა დაარეგულიროს ფასები ან რა ესმის ფასების. ეკონომიკა არ კეთდება სუს-ის ხელში, პირიქით ეკონომიკა კვდება. სუს-ის საქმე სულ სხვა რამეა და არა ფასების კონტროლი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძის თქმით, მმართველ პარტიას 12 წლის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, თუმცა, მისი თქმით, ახლა გაახსენდათ, რომ ქვეყანაში ცხოვრება რთულია. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ თავისივე კორუფციულ პრაქტიკაზე „აფეთქდა“ და დღეს იძულებულია შიდა დაპირისპირებებისა და ერთმანეთის დაჭერის პროცესში შევიდეს.

„ძალიან ლოგიკური კითხვაა, აქამდე სად იყო ეს პარტია. 12 წელი ჰქონდათ რაღაცის გასაკეთებლად და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ადამიანებისთვის ქვეყანაში ცხოვრება რთულია. ეს არის კამპანიის ნაწილი იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აფეთქდა საკუთარივე დადებულ ნაღმზე - კორუფციაზე. ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა კორუფციისთვის კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ. მათი ერთადერთი ამოცანაა, ხალხის ძარცვა. ახლა მიხვდნენ, რომ ძალიან გაიჭედნენ, რადგან უწევთ ერთმანეთის დაჭერა. გადაწყვიტეს დაუძახონ სუს-ს და დაიწყონ ფასების რეგულირებაზე საუბარი“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძის თქმით, ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემა კორუმპირებული ხელისუფლებაა, ხოლო ფასებთან დაკავშირებული ინიციატივები შოუს ხასიათს ატარებს.

„რეალური პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების სათავეშია კორუმპირებული პარტია, ამიტომ ეს ყველაფერი არის შოუ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბიზნესს დაავალონ დროებით ფასების დაწევა, ისევ მათივე ხარჯზე“, - აცხადებს ცუცქირიძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია