დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” შევლენ თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღნიშნული ქვეყნების ერთობლივ განცხადებას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“კატარის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტეს არაბთა რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს, ინდონეზიის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ მათი ლიდერებისთვის გაგზავნილ მოწვევას შეუერთდნენ “მშვიდობის საბჭოს".

მინისტრები თავისი ქვეყნების ერთობლივ განცხადებას აანონსებენ შეუერთდნენ “მშვიდობის საბჭოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებაზე მზადყოფნის შესახებ განაცხადეს ისრაელმა, მაროკომ, არგენტინამ, უნგრეთმა და ბელარუსმა. საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა უარი თქვეს გაწევრიანებაზე. მთლიანობაში, მოწვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 ქვეყნის ლიდერმა მიიღო, მათ შორის რუსეთმა, იტალიამ, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ა.შ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს