კახა კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალიზმის 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, რაც პრობლემას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემა არის მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, ეს არის შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რომ აღნიშნული მიმართულებით კანონი გამკაცრდეს.

გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესშია აქტიურად ჩაერთვებიან შსს-ის წარმომადგენლები.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს. ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები“,-განაცხადა კალაძემ.

მან შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მკაცრად აღსრულდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები და დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები.

„მინდა ვთხოვო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ 2 კვირის განმავლობაში შესაძლებლობის ფარგლებში მოწესრიგებული იყოს ფასადები, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა განმარტა, რომ მას არავის დაჯარიმება არ უხარია, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა დაემორჩილოს კანონს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე