ივეტ კუპერი - დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ შეთანხმებას ხელს რუსეთის მონაწილეობის გამო არ მოაწერს - შეშფოთებულები ვართ პუტინის მონაწილეობით ისეთ საქმეში, რომელიც მშვიდობას ეხება

დიდი ბრიტანეთი „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ შეთანხმებას ხელს რუსეთის მონაწილეობის გამო არ მოაწერს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.

ივეტ კუპერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას მხარს უჭერს, თუმცა დავოსში დაგეგმილ დღევანდელი ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„წინ ბევრი სამუშაოა და ჩვენ ამას დღეს ხელს არ მოვაწერთ, რადგან ეს იურიდიული დოკუმენტია, რომელიც გაცილებით ფართო საკითხებს მოიცავს“, - განაცხადა კუპერმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთის მიწვევით შეშფოთებულია.

„შეშფოთებულები ვართ, პუტინის მონაწილეობის გამო ისეთ საქმეში, რომელიც მშვიდობას ეხება, რადგან ჯერ კიდევ არ გვინახავს იმის ნიშნები, რომ პუტინი უკრაინაში მშვიდობის მიმართ თავის ვალდებულებებს შეასრულებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა