ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის - ველოდებით ჩვენი პარტნიორებიდან თარიღსა და ადგილს ხელმოსაწერად

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.

„დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზადყოფნის დადასტურებას, თარიღსა და ადგილს, როდესაც მას ხელს მოვაწერთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა მოხდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი ახსენა და განაცხადა, რომ ის უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.

„უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და რაც მთავარია, ევროკავშირში წევრობა. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყველა კლასტერის გასახსნელად ტექნიკურად მზად 2026 წლის პირველ ნახევარში იქნება, ხოლო „ტექნიკურ დონეზე“ გაწევრიანებისთვის სრულად მზად იქნება 2027 წელს.

„გვსურს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაში იყოს კონკრეტული თარიღი (ევროკავშირში გაწევრიანების), რათა ყველა მხარემ დაიცვას ეს შეთანხმებები, მათ შორის აგრესორმა, რომელიც ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას, თუ ასეთი დრო მოვა“, - დასძინა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს