ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა, უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ამ კვირაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები იგეგმება.

„რაც მთავარია, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიზიარონ ჩვენი შეხედულებები : მშვიდობა აუცილებელია და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობისა და იმისთვის, რომ რუსებმა არ დაუშვან შეთანხმებების დარღვევა თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველას შეუძლია დაინახოს, რას აკეთებენ რუსი მკვლელები, რაკეტები და დრონები.

„ამისგან დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელშესახები უნდა იყოს და საფუძველი ჩაუყაროს ხანგრძლივ მშვიდობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა