მიხეილ სააკაშვილი - ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ

ხელები გაწიეთ და მონებივით ნუ იქცევით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესკორტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ბრალდებულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ, შემინულ ადგილას დგას.

აღნიშნულის შემდეგ, სააკაშვილს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა უთხრა, რომ „წესები არსებობს“, რაზეც მას მესამე პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ უწესოები ხართ“.

ბუგიანიშვილმა მას კვლავ შენიშვნა მისცა და გააფრთხილა რომ წესრიგი დაეცვა.

ამის შემდეგ, მან სააკაშვილს მიმართა კითხვით განემარტა თუ არა მას უფლებები.

„განმემარტა, რომ არანაირი უფლებები არ მაქვს“, - უპასუხა მოსამართლეს სააკაშვილმა, რის შემდეგაც მას ბუგიანიშვილი კვლავ ჩაეკითხა, „ეს როგორ უნდა გაეგო“.

„მე გეუბნებით, არანაირი უფლება რომ არ მაქვს, ყველამ იცის“, - განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ დაბრძანებისკენ მოუწოდა.

„რას ჰქვია დავბრძანდე?! სკოლაში კი არ ვარ! დგომის უფლება მაქვს, ნუცას სკოლა კი არაა!"- განაცხადა სააკაშვილმა. მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა გამოუცხადა.

„ერთმანეთს ვცეთ პატივი, შემიძლია სანქცია გამოვიყენო“, - მიმართა ბუგიანიშვილმა მესამე პრეზიდენტს.

„თქვენ არანაირ პატივს არ გცემთ. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცის სახელი და გვარი",- განაცხადა სააკაშვილმა.

მოსამართლემ მას განუმარტა, კიდევ ერთი რეპლიკას თუ იტყოდა, გაძევებული იქნებოდა სხდომათა დარბაზიდან. ამის შემდეგ ბუგიანიშვილმა მას კითხვით მიმართა, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ.

„ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, - განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა მისცა და უთხრა, ეპასუხა კითხვისთვის.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე