პეტერ ფიშერი - სანქციებზე რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე არ მოგვწონს, არ შეგვიძლია სანქციების დაწესება - შეხედეთ რუსეთს, მას ჯერაც არ შეუწყვეტია არალეგალური საქმიანობა, ამიტომ მხოლოდ სანქცია არ არის გამოსავალი

სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც სანქციების მექანიზმის ამოქმედების სპეციფიკა განმარტა.

როგორც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, გერმანიას და ევროკავშირს არ შეუძლიათ, რომ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს დაუწესონ სანქციები მხოლოდ იმის გამო, რომ მიიჩნევენ მათ არამეგობრულად და დამაზიანებლად, ამას უნდა ჰქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძვლები.

„ფუნდამენტური რამის თქმა მსურს სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი დგება ყველა დიალოგში, რომელიც მქონია ქართველ ხალხთან. მნიშვნელოვანია, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები გვქონდეს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად გამონაკლისია ერთი სახელმწიფოსთვის, ან ერთი ორგანიზაციისთვის, როგორიც ევროკავშირია, რომ დააწესოს სანქციები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებზე იმ ქმედებებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს თავის საკუთარ ქვეყანაში ან ჩვენი სახელმწიფოს გარეთ. ჩვენ ამას ვეძახით ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას. ეს არის გამონაკლისი, რომელიც არ უნდა იყოს. გერმანია ზრუნავს გერმანიაზე, ევროკავშირი ზრუნავს ევროკავშირზე და საქართველო ზრუნავს საქართველოზე. ასე რომ, პირველ რიგში, ეს გამონაკლისია და მეორე, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები. სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა, ეს შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის წარმოება, რაც ასევე არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს შეიძლება იყოს აკრძალული იარაღის ფლობა ან გამოყენება და ასევე, შეიძლება იყოს საერთაშორისო სასანქციო რეჟიმების დარღვევა. ასევე, უნდა იყოს მყარი მტკიცებულება, რომ მსგავსი სახის დარღვევას ადგილი ჰქონდა, მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სასამართლოში დასამტკიცებლად. ჩვენ არ გვსურს და სამართლებრივადაც არ შეგვიძლია სანქცია დავუწესოთ ადამიანებს, რომლებსაც მივიჩნევთ, რომ არიან არამეგობრულები და დამაზიანებლები. უფრო მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე არ მოგვწონს, არ შეგვიძლია მათზე სანქციების დაწესება, ეს არალეგალურია. ამას არ ვაკეთებთ. ასევე არ შეგვიძლია სანქციები დავუწესოთ ადამიანთა ოჯახის წევრებს, თუ არ არის მტკიცებულება, რომ ოჯახის წევრმა დაარღვია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც უკვე აღვნიშნე. ჩემი ქართველი მეგობრებისთვის მსურს გავიმეორო, რომ დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება, ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი, მაგრამ ეს არ არის სწრაფი ინსტრუმენტი. შეხედეთ რუსეთს, რომელიც არის სანქციების ქვეშ, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომელიც არის ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ, თუმცა ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია არალეგალური საქმიანობა. ასე რომ, სანქცია არ არის ყველაფრის გამოსავალი. სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

„ინტერპრესნიუსი“ გერმანიის ელჩთან ჩაწერილ ინტერვიუს უკვე ამზადებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე