უკრაინული მედია - რუსებმა ოდესას, დნიპროსა და პავლოგრადს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა ოდესას, დნიპროსა და პავლოგრადს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„მტერმა ოდესას კვლავ შეუტია. ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ლისაკმა.

ასევე, მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნიპროსა და პავლოგრადს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა