კირილ ბუდანოვი - უკრაინის დელეგაცია რუსეთთან და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს.

„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზად, ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს და სწორი დასკვნების გაკეთებას ვეცდებით. უკრაინის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, - წერს ბუდანოვი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და მისი კოლეგები მატარებელში იმყოფებიან და ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრებიან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა