სტივ უიტკოფი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების ლიდერებს გააცნობენ და შეთანხმების მისაღწევად მუშაობას განაახლებენ.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, შეერთებული შტატების შუამავლობით უკრაინასა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. პრეზიდენტ ტრამპის წარმატებამ ამ ომის ორივე მხარის ერთად შეკრებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა და ვამაყობთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ ამ საშინელ კონფლიქტში მკვლელობების შესაჩერებლად. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მიაწვდიან ინფორმაციას შესაბამის ლიდერებს და გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად“, - წერს უიტკოფი.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მადლობას უხდის შვეიცარიას შეხვედრების მასპინძლობისთვის.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა