ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი - ამერიკას გულში დანით დავჭრით

ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, - აღნიშნა ლარიჯანმა, რომელიც ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირია და ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო.

მისი თქმით, მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი შევლენ.

ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას.

„ერთხელ და სამუდამოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს არ შეუძლიათ ირანელი ერის დაჩაგვრა“, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება