დონალდ ტრამპი - საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა მიზანს არ მივაღწევთ - ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მიზნები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გახადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ირანზე დარტყმებმა ასობით სამიზნეს მიაღწია და ქვეყნის საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

ტრამპის თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა ირანის რევოლუციური გვარდიის ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, გარდა ამისა, მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

„მთელი სამხედრო სარდლობაც განადგურებულია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბევრს დანებება სურს.

ტრამპმა შაბათ-კვირის დარტყმები უფრო ხანგრძლივი შეტევის დასაწყისად შეაფასა და განაცხადა, რომ „საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება“ მიზნების მისაღწევად.

„საბრძოლო ოპერაციები ამ დროისთვის სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მიზნები“, - აღნიშნა ტრამპმა.

სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერი გლოვობს დანაკარგს.

"ჩვენ გლოვობთ ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ჩვენი ერისთვის.....მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან მისიას, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე შესწირეს, ვლოცულობთ დაჭრილების სრული გამოჯანმრთელებისთვის და ვუგზავნით ჩვენს უზარმაზარ სიყვარულს და მარადიულ მადლიერებას დაღუპულთა ოჯახებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მსვერპლი კიდევ იქნება.

„სამწუხაროდ, სავარაუდოდ, კიდევ იქნება, სანამ ეს დასრულდება... მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა ეს ასე არ მოხდეს“,- განაცხადა მან.

ასევე ტრამპმა ხაზი გაუსვა , რომ ირანელი ხალხი მიესალმა თავდასხმას და აითოლა ალი ხამენეის სიკვდილს.„მთელ ირანში ისმოდა ირანელი ხალხის ხმები, რომლებიც ქუჩებში ოვაციებით და ზეიმით გამოდიოდნენ, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს“, - განაცხადა ტრამპმა მიმართვაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია