საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო“.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს კიდევ უფრო ღრმა და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობები.

„მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაზე.

საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და მასში საქართველოს სტრატეგიულ როლზე.

განხილვის თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მათი შესაძლო გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან" ეკა სეფაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს