თენგო თევზაძე - „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან ის, რომ გადავახდევინოთ პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში მოუწევს

ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა - „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში მოუწევს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „ოპოზიციური ალიანსის“ პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში „ოპოზიციურ ალიანსს“ მნიშვნელოვანი აქტივობები ექნება.

„[უნდა] შევთანხმებულიყავით იმ ძირითად პრიორიტეტულ საკითხებზე, რითაც ჩვენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პრესინგს მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება, ქართველი ხალხი არ აღიარებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად. სამოქმედო ხაზია ის, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული. მომდევნო დღეებში იქნება მნიშვნელოვანი აქტივობები, ამის შესახებ მედიას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს“,- აღნიშნა თენგო თევზაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს