პიტ ჰეგსეტი - ჩვენ ახლა დავიწყეთ, კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება - ამერიკა ირანში იმარჯვებს

ამერიკა ირანში იმარჯვებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა. ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

პიტ ჰეგსეტის ცნობით, აშშ-ის დარტყმების შედეგად იმ ირანული „სამხედრო დანაყოფის ლიდერი დაიღუპა, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა“.

„ირანმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა. ბოლოს კი პრეზიდენტმა ტრამპმა გაიცინა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ასევე, ჰეგსეტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის დარტყმის შედეგად ჩაიძირა.

„ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს