ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან ჩატარდა, რომელსაც ლევან ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას 100-მდე მონაწილე დაესწრო.

ტრენინგის ფარგლებში, ლევან ფავლენიშვილი საუბრობდა ფინანსების მართვის საბაზისო პრინციპებზე, ბიუჯეტირებაზე, ინვესტიციებზე და სხვა. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ბანკის და პარტნიორების სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს