„ალდაგი“ - შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, ყოველი მესამე მომხმარებელი, რომელიც მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას mppd.aldagi.ge-ზე შეიძენს, საჩუქრად ავტომობილის სრულ დაზღვევას მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთი წლის განმავლობაში, ავტომობილი დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენები, საგნის ვარდნა, საქარე მინის დაზიანება და სხვა.

„მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანით გამოწვეული ფინანსური ვალდებულებებისგან იცავს. ამასთანავე, პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და მძღოლებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ 20 ლარიდან შეიძინონ 10 000 ლარის სადაზღვევო ლიმიტი. დამატებითი სარგებლის მისაღებად, მომხმარებლებს გათამაშება შევთავაზეთ, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერ მძღოლს აქვს შესაძლებლობა გახდეს ავტოდაზღვევის სრული პაკეტის მფლობელი“, - აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ინფორმაციით, „ალდაგის“ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა მესამე პირისთვის მიყენებული ქონებრივი და ჯანმრთელობის დაზიანება, რაც გულისხმობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს ალდაგი აგინაზღაურებთ. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს 21 წლიდან, რომელიც ფლობს მართვის მოწმობას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს