კაია კალასი - ირანი ომის ექსპორტს ახდენს, რათა ქაოსი დათესოს - უკრაინას შეუძლია სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაეხმაროს, რადგან მათ შეიმუშავეს დრონებისგან დაცვის სისტემები

ირანი ომის ექსპორტს ახდენს და ცდილობს, ის რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაავრცელოს, რათა ქაოსი დათესოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ის, რასაც ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, სინამდვილეში იგივე დრონებია, რომლებიც ყოველდღიურად ესხმიან თავს კიევს. უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რადგან მათ შეიმუშავეს დრონების ჩამჭრელი და დრონებისგან დაცვის სისტემები“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირის უპირველესი პრიორიტეტია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება რეგიონში.

კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საზღვაო უსაფრთხოებითა და ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლით და ამ საკითხში დახმარების მიზნით საზღვაო მისიებზე იმუშავებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს