საქართველოს საგარეო უწყება გმობს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ“.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს