კონკურენციის სააგენტომ, 2025 წლის IV კვარტალში განხორციელებულ 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოს გვერდის ავლით შესაძლო განხორციელების ფაქტების გამოვლენისა და მათზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდგომი რეაგირების ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2025 წლის IV კვარტალში განხორციელებულ 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების ფაქტებზე შესაბამისი ვალდებულების მქონე პირებს, ჯამში, 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

„დარღვევები დადგინდა შპს „საბა ინვესტის“ მიერ შპს „მედეგის“ 100%-იანი წილისა და ფ/პ გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე. მათ, ასევე, განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალათ.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან. GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2026 წელს, GCCA-მა 3 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია