კახა კალაძე - ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი

ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მედიასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მარტა კოსის განცხადებას, სადაც კოსი „ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს".

მისივე თქმით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან, მსოფლიოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო. ვიღაცები ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი, რეალობაზე უნდა ვისაუბროთ. ევროპა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, როგორი დაძაბულობაა. მოვისმინეთ განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდანაც. ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს