უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო - ოპერაციის შემდგომ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო. გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები კლინიკის ექიმს ადანაშაულებენ, რომელმაც პაციენტს შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა.

„ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, შემდეგ 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არისო - შეეშინდათ, გაუშვეს სხვა საავადმყოფოში. გავგიჟდი, რომ ვნახე როგორი იყო. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს?

ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. რატომ დაიღუპა, თუ ყველაფერი წესრიგში იყო?! სიცილით, ხუმრობით, კარგ ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი.

როგორც უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ზუსტი მიზეზი, თუ რატომ განვითარდა უიშვიათესი გართულება დადგენილი არ არის.

„ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400, იმ დღესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები.

ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს განვითარდა ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი „ტვ პირველთან“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია