უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 300 ადამიანი დაიბრუნა

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 300 უკრაინელი დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დაბრუნებულ უკრაინელებს შორის ორი სამოქალაქო პირია.

„კიდევ 300 უკრაინელი დამცველი რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში ბრუნდება. დღეს წარმატებით დააბრუნეს ორი უკრაინელი სამოქალაქო პირი“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები.

„ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა სექტორში - დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონსა და მარიუპოლში. მათი უმეტესობა ტყვეობაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ზოგი კი 2022 წლიდან“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და ხაზს უსვამს, რომ ყველა ტყვე უნდა დაბრუნდეს.

“მადლიერი ვარ შეერთებული შტატების შუამავლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებებმა იმუშავა. ყველას გვახსოვს და ყველა ჩვენი ადამიანი სახლში უნდა დავაბრუნოთ“, - წერს ზელენსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს