საკრედიტო Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული საბანკო სერვისების განვითარებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა საკრედიტო AmEx ბარათის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა - ბარათის ციფრული ვერსიის აღება ახლა უკვე შესაძლებელია მობილბანკიდან, წამებში.

ციფრული AmEx ბარათი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაამატონ ბარათი ციფრულ საფულეებში, გადაიხადონ მარტივად და ისარგებლონ ბარათის ყველა უპირატესობით.

აღნიშნულ სიახლესთან ერთად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით - 1 აპრილამდე ციფრული საკრედიტო AmEx ბარათის პირველი წლის საკომისიო 0₾-ია. (ეფექტური ლარში 23.8%-დან)

ინფორმაციისთვის, აქამდე მომხმარებლებს AmEx ბარათის მისაღებად ფიზიკური ბარათის შეკვეთა, რამდენიმე დღის განმავლობაში დალოდება და შემდეგ ფილიალში მისვლა სჭირდებოდათ. ახალი ფუნქციონალით კი, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბარათის ციფრული ვერსია მობილბანში მომენტალურად აიღონ და გამოყენება დაუყოვნებლივ დაიწყონ.

AmEx ბარათის შეკვეთას, მობილბანკიდან მომენტარლურად შეძლებთ.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს